English / ქართული / русский /
თეა ლაზარაშვილი
ინოვაციების სტიმულირებს ფინანსური მეთოდები და გამოყენების თავისებურებები

ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია მსოფლიო პრაქტიკაში არსებული ინოვაციების სტიმულირების მეთოდები. განსაკუთრებული ყურადღებაა დათმობილი ინოვაციების სტიმულირების ფინანსური მეთოდებისადმი. დახასიათებულია ინოვაციური საქმიანობის დაფინანსების ძირითადი წყაროები და მათი გამოყენების პრაქტიკა ქვეყნების მიხედვით, აგრეთვე, ინოვაციის სტიმულირების სპეციფიკური მეთოდები. 

გაშუქებულია ინოვაციური პროცესების განვითარების თავისებურებები ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში და ის ინოვაციური კლიმატი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინოვაციური პროცესების განვითარებაში.

განხილულია ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო სტიმულირების 3 ძირითადი ფორმა: ადმინისტრაციული, ინფრასტრუქტურული და ფინანსური.

საკვანძო სიტყვები. ინოვაციები, ინოვაციების სტიმულირების მეთოდები, ფინანსური ინოვაციები, ინოვაციური პროცესები.

შესავალი

უდავოა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ინოვაციების სტიმულირება მაღალ შედეგებს იძლევა. საზღვარგარეთის ქვეყნებში ხორციელდება დაბალანსირებული ინოვაციური პოლიტიკა, სადაც პირდაპირი და ირიბი მხარდამჭერი ზომების კომბინირება ხდება. კანადაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და იაპონიაში სამეცნიერო-ტექნიკური პრობლემების გადაჭრაში სახელმწიფო სტრუქტურები მონაწილეობენ. ინოვაციების სტიმულირება ხორციელდება სპეციალური უწყებებისა და სამინისტროების მუშაობის, აგრეთვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური ფონდების, კომერციული ბანკების, ტექნოპარკების, სადაზღვევო ფონდების ხელშეწყობით, დაბეგვრის განაკვეთის შემცირების, შეღავათიანი კრედიტების, რისკების დაზღვევის, ვენჩურულ მეწარმეობაში ფუალადი ინვესტირების ხარჯზე. საზღვარგარეთ ინოვაციური საქმიანობა რეგულირდება და დაცულია კანონმდებლობით.

* * *

ინოვაციების სტიმულირების მეთოდები პირობითად პირდაპირ და ირიბ მეთოდებად შეიძლება დაიყოს. ინოვაციების სტიმულირების პირდაპირ მეთოდებს მიეკუთვნება სამეცნიერო შემუშავებების საბიუჯეტო დაფინანსება, შეღავათიანი დაკრედიტება, ინოვაციურ საქმიანობაზე აღებული კრედიტების საპროცენტო განაკვეთის ნაწილის სუბსიდირება, სახელმწიფო შეკვეთები და სხვა. 

ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო მხარდამჭერ ირიბ მეთოდებს მიეკუთვნება სტიმულების შექმნა ინოვაციური პროცესებისა და ისეთი ეკონომიკური კლიმატის რეალიზაციისათვის, რომელშიც ინოვაციური საქმიანობა ყველაზე კარგად ვითარდება. მნიშვნელოვანია, მათ შორის გამოვყოთ ინოვაციების საგადასახადო სტიმულირება, რომლის ყველაზე პოპულარულ ნაირსახეობას წარმოადგენს საგადასახადო კრედიტი, რომელიც საშუალებას აძლევს საწარმოებს, შეამცირონ დარიცხული გადასახადი (მაგალითად, მოგებაზე გადასახადი) იმ თანხაზე, რომელიც დამოკიდებულია დანახარჯების სიდიდეზე კვლევებსა და შემუშავებებზე. აშშ-ში უამრავი შეღავათია დაწესებული ინოვაციური საქმიანობის სტიმულირებაზე. ამავდროულად, შეღავათები ეძლევათ რეალური ინოვაციების წასახალისებლად არა სამეცნიერო ორგანიზაციებს, არამედ საწარმოებს და ინვესტორებს. შეღავათები რეგულარულად გადაიხედება, რაც საშუალებას იძლევა, მიზანმიმართულად მოხდეს ინოვაციური აქტივობის სტიმულირება პრიორიტეტულ დარგებში და აგრეთვე ზემოქმედება მოახდინოს წარმოების სტრუქტურაზე. რიგ ქვეყნებში, ისეთში, როგორიცაა ესპანეთი, კანადა, აშშ, არსებობს ინოვაციების საგადასახადო სტიმულირების დამატებითი მექანიზმები რეგიონულ დონეზეც.

განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი ინოვაციების ფინანსურ სტიმულირებაზე, რომელიც გულისხმობს ფინანსური რესურსების მოდინების წყაროებს, მათ აკუმულირებას, ინვესტიციებზე კონტროლის განხორციელებას, აგრეთვე ინოვაციურ პროცესში თანხების ჩადების ზრდის მექანიზმს. მის განმასხვავებელ მახასიათებელს წარმოადგენს ინვესტიციური საქმიანობის დაფინანსების მრავალფეროვანი წყაროები, რომელთა შორისაა სახელმწიფო კაპიტალი, საკრედიტო რესურსები, ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში, საწარმოებისა და ორგანიზაციების ვენჩურული, უცხოური და საკუთარი კაპიტალი.

ზოგიერთი მკვლევარი ინოვაციური საქმიანობისაკენ მიმართული ინვესტიციების კლასიფიკაციას ახდენს შემდეგი კრიტერიუმებით:
- საკუთრების ფორმით: სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო და შერეული;
- დაბანდების ფორმის მიხედვით: პირდაპირი, პორტფელური;
- ფინანსური უზრუნველყოფის მეთოდების ალტერნატივის მიხედვით: ლიზინგი, ვენჩურული დაფინანსება, ფაქტორინგი და სხვ.

დღეისათვის ინოვაციური საქმიანობის ფინანსირების ძირითად წყაროებად გამოდის:
- საბიუჯეტო ასიგნებები ფედერალურ და რეგიონულ დონეზე;
- საწარმოების საკუთარი სახსრები;
- საინვესტიციო კომპანიების და კომერციული ბანკების ფინანსური რესურსები;
- საზღვარგარეთული ინვესტიციები;
- სამეცნიერო ფონდების სახსრები.

საბაზრო ურთიერთობების ხასიათს უმეტესწილად შეესაბამება საკრედიტო რესურსები, რომელთა გამოყენება შეიძლება ინოვაციური საქმიანობის ყველა დონეზე. თუმცა ზოგიერთ ქვეყენაში ინოვაციური საქმიანობის დაკრედიტება უმეტესწილად მისაღწევია მხოლოდ მსხვილი და საშუალო საწარმოებისათვის.

უდავოა, რომ ინოვაციის დანერგვის აუცილებლობა მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ძვირადღირებული მოწყობილობების გამოყენებას. ამიტომ ინოვაციური საქმიანობის დაფინანსირების გავრცელებული წყარო გახდა ლიზინგი, რომელიც წარმოადგენს მეწარმეებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების თანამედროვე პირობების ადეკვატურ ფორმას. ლიზინგურ ოპერაციებში მონაწილეობისათვის მომგებიანია ამორტიზებული და საგადასახადო შეღავათების გამოყენება, რომელთა შორისაცაა დაჩქარებუილი ამორტიზაცია. ამ შეღავათების გათვალისწინებით მცირდება საპროცენტო განაკვეთები.

ვენჩურული დაფინანსებაც აგრეთვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინოვაციურ საქმიანობაში და წარმოადგენს ინვესტირების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომელიც განსხვავებულია ტრადიციულისაგან და დაკავშირებულია სარისკო ოპერაციებთან. ვენჩურული დაფინანსება მოიცავს სახელმწიფო რეგულირების ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა: ვენჩურული ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსება, საგადასახადო ლგოტირება და ვენჩურულ კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიები, ინოვაციური საწარმოების კაპიტალში მონაწილეობა, ინოვაციური გარემოს რეგულირება, ინოვაციურ პროცესებში სადაზღვევო კომპანიების, საპენსიო ფონდების ჩართვა და სხვა.

ვენჩურული კაპიტალი ინოვაციური ინფრასტრუქტურის ელემენტია, რომელიც აერთიანებს ფინანსური რესურსების მფლობელებსა და ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შემმუშავებლებს სასტარტო ინოვაციური პროექტების სექტორში. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ინოვაციური განვითარების მრავალფეროვანი ინსტიტუტები.

მსოფლიო პრაქტიკაში ეკონომიკურ სისტემაში ინოვაციური პროცესების აქტივიზაციისათვის შექმნილია ეკონომიკური ინსტრუმენტების ფართო სპექტრი. თითოეულ ქვეყანაში არსებობს საკუთარი ფორმირებული ეროვნული სისტემა, ინოვაციური ინფრასტრუქტურა და ინოვაციური საქმიანობის სტიმულირების ზოგიერთი ეროვნული თავისებურებები.

მაგალითად ავსტრალიაში, კანადაში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მოქმედებს ინოვაციური საქმიანობის სტიმულირებისა და მხარდამჭერი რეგიონული პროგრამები, სადაც დაფინანსების სისტემა შერეულია, თუმცა მკვეთრად გამოხატული ტენდენცია აქვს კერძო კაპიტალის გაზრდისაკენ;

ბელგია, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი იყენებს სახელმწიფო პროგრამებს, სადაც სახელმწიფო დონეზე ხდება შეღავათების დაწესება და დაფინანსებას აქაც შერეული ფორმა აქვს, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტის ძალიან მცირე წილია;

შვეცია, იაპონია, გერმანიაში მოქმედებს სახელმწიფო, რეგიონული, დარგობრივი პროგრამები, სადაც შეღავათები და პრეფერენციები სახელმწიფო დონეზე განიხილება და დაფინანსების შერეული სისტემა გამოიყენება.

მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ საპენსიო ფონდები აქტიურად მონაწილეობენ ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ ალიანსში, თტუმცა ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ., რუსეთში) მათ არ აქვთ უფლება, დაკავდნენ კომერციული საქმიანობით.

განვითარებულ ქვეყნებში ფართო გავრცელება პოვა ფრანჩაიზინგმა, რომლის ქვეშ იგულისხმება კომპანიების მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ლიცენზიების მინიჭება წარმოებასა და საქონლის გაყიდვაზე მისი სასაქონლო ნიშნის ქვეშ, რის ხარჯზეც მცირდება დანახარჯები მათ შემუშავებაზე, ბაზრების კვლევაზე, პერსონალის ტრენინგებსა და რეკლამაზე.

მსოფლიოში ინოვაციების სახელმწიფო სტიმულირების ძირითად თვისებას წარმოადგენს:
- საგადასახადო შეღავათებისა და სახელმწიფო გარანტიების შეთავაზება;
- ინოვაციური საწარმოებისათვის რეგიონული შეღავათების მიწოდება;
- საბაჟო სატარიფო რეგულირება საბაჟო კავშირების შექმნისა და თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნის ფარგლებში.

სხვადასხვა ქვეყნებისათვის ინოვაციის სტიმულირების საერთო მეთოდების გარდა, არსებობს სპეციფიკური მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც დამოკიდებულია ეროვნული ეკონომიკების თავისებურებებზე. მაგალითად, არგენტინასა და ჩილეში “ჩრდილოვანი” კაპიტალის ლეგალიზაციის მიზნით მიღებული იქნა კანონები, რომლებიც საშუალებას იძლეოდა, არ მოეხდინათ ფულადი სახსრების დეკლარირება 3-5 წლის განმავლობაში იმ პირობით, რომ ისინი ჩადებული იქნებოდა ინოვაციურ საქმიანობაში და არ ხდებოდა მათი სახელების გამჟღავნებაც. ანალოგიური ზომები გამოიყენებოდა ისეთი ქვეყნების მიერ, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია და ბელგია.

საზღვარგარეთ ინოვაციური ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის კეთილსასურველი პირობების ფორმირება, უმეტეს შემთხვევაში, ხორციელდება სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ბაზაზე, რომლის ქვეშ იგულისხმება ინსტიტუციური და ორგანიზაციული ალიანსი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, საზოგადოდ, მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების რეალიზაციის მიზნით ფართო სპექტრით მრეწველობის დარგებისა და სამეცნიერო კვლევების სფეროებში. უმეტესობა მათგანი ფუნქციონირებს ერთობლივი სახელმწიფო-კერძო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ფორმით, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ერთობლივი კვლევითი შემუშავებების განხორციელებაზე.

ერთობლივი მიზნების მიღწევის მიზნით, ინოვაციური პროცესების აქტივიზაციის მნიშვნელოვან წყაროს მსოფლიოში სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციული ფორმა წარმოადგენს, რაც კონცენტრირების მოხდენის საშუალებას იძლევა მატერიალური, ადამიანური და ფინანსური რესურსების იმ აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაში, რომლებიც დაკავშირებულია ინოვაციებთან. კორპორაციების უპირატესობა განპირობებულია სწორედ დიდი ფულადი რესურსების კონცენტრაციის შესაძლბლობით და აგრეთვე სახელშეკრულებო შეთანხმებებით კორპორაციის შიგნით და სახელმწიფოსთან. ამასთან დაკავშირებით, ურთიერთქმედებისა და ინტეგრაციის განვითარება მსხვილ, საშუალო და მცირე სამეწარმეო სტრუქტურებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მეცნიერებისა და განათლებას შორის ინოვაციური განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულება ხდება.

1980-იან წლებში აშშ-სა და ევროპაში ფართო გავრცელება პოვა ტექნოპარკების ე.წ. “ბიზნესინკუბატორების” შექმნამ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენდა ინოვაციური ბიზნესის განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობების ფორმირება. მსგავსი ინსტუტუტები მოწოდებულია, მოიზიდოს ფინანსური რესურსები, განავითაროს ინოვაციური პროცესები და რეალიზება გაუკეთოს პერსპექტიულ სამეცნიერო იდეებსა და შემუშავებებს. ამჟამად “ბიზნესინკუბატორები” აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას და თავიანთი საწყისის ქვეშ აერთიანებენ სასწავლო დაწესებულებებს, სამეცნიერო ინსტიტუტებს, ცენტრებს და აგრეთვე საწარმოებს. ტექნოპარკები მოიცავს რეგიონულ და დარგობრივ საქმიანობას. “ბიზნეს-ინკუბატორის” უმეტესობა შექმნილია სასწავლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების ბაზაზე. საწარმოებს ეძლევათ მოწყობილობები ლიზინგში ხელსაყრელი პირობებით, ეწევათ საკონსულტაციო მხარდაჭერა, დახმარება ბუღალტერიის წარმოებასა და სამეცნიერო კვლევების გასატარებლად.
ინტერესს იწვევს კვების მრეწველობისა და ეკონომიკის აგრარული სექტორის ინოვაციური საქმიანობის სტიმულირების კანადის გამოცდილება, სადაც ინოვაციური განვითარების აქტივიზაციის საკვანძო ინსტრუმენტს წარმოადგენს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები. მაგ., “კანადის საერთაშორისო სოფლის მეურნეობისა და კვების პროგრამა”, რომელიც მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობას, უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზრებზე. “სოფლის მეურნეობის პროგრამა ინოვაციური ბიო პროდუქტები” ანვითარებს სამეცნიერო კვლევებს ბიოტექნოლოგიის სფეროში.

აშშ-ში მრეწველობის მხარდაჭერის დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს ინოვაციების დანერგვის სტიმულირება წარმოების ყველა სტადიაზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გამოყენებული რესურსების რაოდენობას და ერთდროულად აუმჯობესებს წარმოებული პროდუქციის ხარისხს. ამერიკული ინოვაციური მექანიზმის მნიშვნელოვან შტრიხს სახელმწიფოსა და ბიზნესის მჭიდრო ურთიერთქმედება წარმოადგენს.

ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო სტიმულირების 3 ფორმაა ცნობილი: ადმინისტრაციული, ინფრასტრუქტურული, ფინანსური. ადმინისტრაციულს მიეკუთვნება მაკროეკონომიკური რეგულირების სისტემა, რომელიც მიმართულია ინოვაციური საქმიანობის სტიმულირებისაკენ და საავტორო უფლებების დაცვის სისტემის ფორმირებისაკენ. ინფრასტრუქტურული ფორმა მოიცავს სახელმწიფო შესყიდვებისა და კვალიფიციური პერსონალის ბაზრისა და ინოვაციის ბაზრის ფორმირების მექანიზმებს. ფინანსურ ფორმას მიკუთვნება ინოვაციური პროექტების სახელმწიფო ფონდირება, კერძოდ, სუბსიდიები და გრანტები, ვენჩურული დაფინანსებისა და ინოვაციური საქმიანობის საგადასახადო სტიმულირების გამოყენება.

დასკვნა

ინოვაციების სტიმულირების საზღვარგარეთული გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ საზღვარგარეთის სახელმწიფოების ძირითადი ყურადღება ეთმობა სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის შედეგების ადაპტაციის სტიმულირებას თანამედროვე სამეწარმეო გარემოს მოთხოვნებთან. ამისათვის გამოიყენება სხვადასხვა ლოკალური და კომპლექსური მექანიზმები, რომლებსაც მიეკუთვნება განსაკუთრებული სტატუსის თანამედროვე ეკონომიკური ზონები. 

ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ინოვაციური პროცესები ვითარდება სახელმწიფო და კერძო დაფინანსების ხარჯზე. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინოვაციური კლიმატი: საკანონმდებლო ბაზა, კვლევების ინფორმაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ურთიერთქმედება ინოვაციური საქმიანობის სუბიექტებს შორის. სახელმწიფო ქმნის ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს ქვეყნის შიგნით ინფორმაციულ სისტემას, რომელიც შედგება ინოვატორებისათვის საკონსულტაციო ცენტრებისა და ინოვაციების გავრცელების ცენტრებისაგან. ევროპის კომისიის მიერ ევროპის 30 სახელმწიფოში შექმნილია ინოვაციების გაცვლის ცენტრის ქსელი, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების გადატანას სამეცნიერო ორგანიზაციებიდან ბიზნესისაკენ. აშშ-ში, კანადაში, დანიასა და სხვა ქვეყნებში არსებობს ე.წ. გაფართოების სისტემა - ფერმერების მიზანმიმართული სწავლების განასაკუთრებული სახე, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, გამოიყენონ უახლესი სამეცნიერო მიღწევები რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებით.

საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების აუცილებლობას. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია სამამულო ინოვაციური საქმიანობის შეთავსება წამყვან მსოფლიო გამოცდილებასთან, რომელიც საშუალებას იძლევა შევაფასოთ ეროვნული მეურნეობის ინოვაციური დარგების სტიმულირების შედარებით პერსპექტიული ფორმები და მეთოდები. ინოვაციური საქმიანობის აქტივიზაციის ფორმების, მეთოდების და ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებში გამოიყენება, შესაძლებელს გახდის ჩვენი ქვეყნის ჩართვას ინოვაციური საქმიანობის საერთაშორისო სისტემაში.

მსოფლიოში ჩამოყალიბებული აზრის საწინააღმდეგოდ, რომელიც გულისხმობს, რომ თითქოს საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო არ არეგულირებს საქონლის წარმოების განვითარებას, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში თითქმის ყველა ბაზარი დამოკიდებულია სახელმწიფოს ჩარევაზე.

საზღვარგარეთის ქვეყნების სამრეწველო განვითარების თანამედროვე ეტაპს უმრავლესობა ახასიათებს როგორც მკვეთრად გამოხატულ ინოვაციურ მიმართულებას. უმეტესობა განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკაში მთავარს წარმოადგენს საკანონმდებლო და ორგანიზაციული ზომების მთელი კომპლექსის რეალიზაცია, რომელიც მიმართულია ქვეყენაში კეთილსასურველი “ინოვაციური კლიმატის” შექმნისა და მხარდაჭერისაკენ. პირველხარისხოვანი მნიშვნელობის ამოცანას წარმოადგენს მრეწველობის დარგების ინოვაციური განვითარებისა და ინოვაციური საქმიანობისათვის პირობების შექმნა. საკითხის შემდგომი შესწავლისათვის აუცილებელია გვესმოდეს, თუ სტიმულირების სხვადასხვა ხერხები და ფაქტორები როგორ ზემოქმედებს ინოვაციურ აქტივობაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Вагизова В.И. Финансовые инновации в отечественной экономике. Креативная экономика - № 8 (20), Август 2008.

2. Гаврилко Г.Н. Финансовые инновации и колебания деловой активности. Беларусь и мировые экономические процессы : сб. науч. ст. Вып. 11 . − Минск, 2014. – С.124-130.
3. Инновационный менеджмент [Электронный ресурс] // Сберкарт: [сайт]. [2013]. – URL: http://finresult.ru/megdynarodnie-finansi6.html (дата обращения: 14.12.2014).
4. Коптырева, А. В. Финансовые инновации: преимущества, недостатки, перспективы развития в России. Проблемы управления рыночной экономикой: межрегиональный сборник научных трудов. — Томск : Изд-во ТПУ, 2015. — Т. 2. — [С. 84-87].
5. Финансовые инновации в отечественной экономике [Электронный ресурс] // Креативная экономика: [сайт]. [2014]. – URL:. http://www.creativeconomy.ru/articles/254 8/ (дата обращения: 14.12.2014).
6. Финансовые инновации [Электронный ресурс] // GCF FinInnovacii: [сайт]. [2014]. – URL: http://fininnovacii.ru/fininnovacii.php (дата обращения: 14.12.2014).